„ევროვიზია 2017“-ის ორგანიზატორებმა მუშაობა შეწყვიტეს

© FB / UA:Перший"ევროვიზია"
ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალური კონკურსის ნახევარფინალები 9 და 11 მაისს, ხოლო ფინალი 13 მაისსაა დაგეგმილი.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. უკრაინაში მუშაობა შეწყვიტა მუსიკალური კონკურსი „ევროვიზიის“ ორგანიზატორების გუნდმა, დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დენის ბლოშინსკიმ.

ბლოშინსკის განმარტებით, მას არ შეუძლია „ევროვიზიის“ ორგანიზება, რადგან ის საკუთარი პრინციპებისა და ფასეულობების ერთგული რჩება.

აქვე მან წერილის ასლიც გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზატორების ჯგუფი უარს აცხადებს როგორც კონკურსის მომზადებაზე, ასევე მასში მონაწილეობაზეც, რის მიზეზადაც კონკურსის ახალი ფაქტობრივი ხელმძღვანელის დანიშვნა სახელდება.

„დეკემბერში კონკურსის ახალი ფაქტობრივი ხელმძღვანელის დანიშვნით ჩვენ უფლებამოსილება ჩამოგვართვეს“, — ნათქვამია წერილში.

მოგვიანებით პროექტიდან რამდენიმე ორგანიზატორის წასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, მათ მუშაობის გაგრძელება საკადრო საკითხების გამო ვერ შეძლეს.

თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2017: საქართველოს კონკურსზე თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს

„ევროვიზია“ უკრაინაში 2017 წელს ტარდება. კონკურსისთვის აუცილებელ მზადებას უზრუნველყოფს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშჩუკი უდგას სათავეში.

„ევროვიზია 2016“-ზე უკრაინელმა ჯამალამ გაიმარჯვა სიმღერით "1944". კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ნახევარფინალები 9 და 11 მაისს, ხოლო ფინალი 13 მაისსაა დაგეგმილი.

წელს კონკურსში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომელთაც კვლავ შეუერთდნენ პორტუგალია და რუმინეთი, ხოლო ბოსნია–ჰერცეგოვინამ „ევროვიზიაში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0