თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. „ევროვიზია 2017“-ის საერთაშორისო კონკურსზე კიევში, საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს.
„ევროვიზიისათვის“ ეროვნული შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ფინალურ კონცერტზე გამოვლინდა, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში შედგა.
სცენაზე საკონკურსო სიმღერა 25-მა მომღერალმა და ჯგუფმა შეასრულა.
გამარჯვებული შემდეგნაირად გამოვლინდა: ხმების 60% საერთაშორისო ჟიურის ეკუთვნოდა, 40% კი მაყურებლებს. SMS კენჭისყრიდან შემოსული თანხა დიტო ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
ეროვნულ კასტინგში მონაწილეობდნენ: ნანუკა გიორგობიანი, გიორგი ჩიქოვანი, დავით შანიძე, ტრიო "მანდილი",ელენე მიქიაშვილი, ანდრია გველესიანი, ჯგუფი The Mins, ალისა დანელია, რატი დურგლიშვილი, ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი, ჯგუფი EOS, დიმა კობეშავიძე, მალიბუ, ჯგუფი Asea Sool, MISHO, თაკო გაჩეჩილაძე, 18. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo,. მარიამ ჩაჩხიანი, ნუცა ბუზალაძე, ჯგუფი Sparkle, ნინო ბაშარული, თემო საჯაია, მარიკო ლეჟავა, 25. საბინა ჭანტურია.
გასულ წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმოადგენდა ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, რომელმაც მეოცე ადგილი დაიკავა. კონკურსზე გაიმარჯვა უკრაინელმა შემსრულებელმა ჯამალამ სიმღერით "1944". კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ფინალი 13 მაისს, ხოლო ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება.