14 თებერვალი მთვარის კალენდრის მიხედვით — რას გვპირდება შეყვარებულების დღე წელს

© AFP 2024 / AHMADდაკვირვება ვარსკვლავებზე
დაკვირვება ვარსკვლავებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა

14 თებერვალი: მთვარის მე-19 დღე

დღის ენერგეტიკა: აქტიური დღე

ბედნიერი რიცხვი: 1

დღის სტიქია: წყალი

ბედნიერი ფერი: ცისფერი, ზღვის ტალღისა და ლაჟვარდისფერი

ქვები: ქრიზოლითი, ლაბრადორი, მწვანე ძოწი, წითელი ონიქსი.

ბედნიერი მიმართულება: ჩრდილოეთი

დღის სიმბოლო: ობობა

საკვანძო სიტყვები: გაზრდილი თვითკონტროლი, დაშავების საფრთხე, საკუთარი უარყოფითი თვისებების დადებითად გარდაქმნა, ყველაფერ ზედმეტისგან გათავისუფლებისა და წესრიგის დამყარების დრო.

მფარველი ანგელოზი: ფელამი

მფარველი ანგელოზი - Sputnik საქართველო
მფარველი ანგელოზი, ანუ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა...

ფელამი ერთმანეთთან არიგებს შეურიგებლებს და იცავს ადამიანებს ახალი კონფლიქტებისგან. აღავსებს შთაგონებით და მოაქვს პოპულარობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ეს მფარველი ანგელოზი ახალი წამოწყებებისა და საქმეების განვითარებას უწყობს ხელს და ადამიანებს გულმოდგინებას, სიმამაცეს, კომუნიკაბელურობას, სიმტკიცესა და მხნეობას მატებს.

დღის ძირითადი მახასიათებლები
მთვარის მე-19 დღე ძალზე სახიფათო და ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური დღეა მთელ მთვარის კალენდარში. ამ დღეს ჰაერიც კი დაძაბულობითაა გაჟღენთილი. საკმარისია ერთი გადაბრუნებული სიტყვა, ან ალმაცერი გამოხედვა და მყის საშინელი სკანდალი ან ჩხუბი ატყდება, რომელსაც მძიმე, ტრაგიკული შედეგები მოჰყვება.

შეიძლება ითქვას, რომ ეს გამძლეობის გამოცდის დღეა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროთ, თორემ ყველაფერს დაკარგავთ, რისთვისაც მანამდე, მთვარის სხვა დღეებში მიგიღწევიათ.

მთვარის მე-19 დღის მთავარი დევიზია „ან ყველაფერი, ან არაფერი!“ ვინც ამ პერიოდს ღირსეულად გაივლის, გმირად იქცევა. ეს უშიშარი მებრძოლების დროა, რომელიც ძლიერებს კიდევ მეტად აძლიერებს, ხოლო სუსტებს — ასუსტებს.

თუმცა მთვარე მშიშრებსაც აძლევს შანსს, რომ შიშები დაძლიონ და თვალი გაუსწორონ რეალობას. თუმცა, არჩევანი, რა თქმა უნდა, მათზეა…

ახლა დიდია შანსი, ანკესს წამოეგოთ და თავი მოიტყუოთ, წარმოიდგინოთ თავი იმად, ვინც არ ხართ. ამის გამო დღეს, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია იყოთ პატიოსანი საკუთარ თავთან.

საათი - Sputnik საქართველო
რომელ საათზე დაიბადეთ? თურმე ეს მნიშვნელოვანია

დღეს კარგად უნდა დაფიქრდეთ და მხოლოდ მერე გადადგათ ესა თუ ის ნაბიჯი. როგორი დამოკიდებულებაც თქვენ გექნებათ სამყაროსადმი დღეს, ისეთი დამოკიდებულება ექნება სამყაროს თქვენდამი მომავალში.

თუ დღეს ეგოიზმს გამოიჩენთ, ყველას ფეხებზე დაიკიდებთ და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, ნუ გაიკვირვებთ, თუ ხვალ სხვები მოგექცევიან იმავენაირად. ეს ენერგეტიკული შაბლონი თქვენივე შექმნილია და სხვას ნურაფერს დააბრალებთ.

უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს შინ გაატარებთ. ჩაატარეთ გენერალური დასუფთავება, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები, დაალაგეთ ის ადგილი, რომლის დასუფთავებაც ყველაზე ნაკლებად გინდათ, გადაწმინდეთ მტვერი იქ, სადაც ყველაზე მეტად გეზარებათ…

დღეს რეკომენდებულია მიუტევოთ ყველას, ვისზეც გაბრაზებული ხართ. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან.

არ გირჩევთ იურიდიული გარიგებების დადებას, მათ შორის, საქორწინოსი. ამ დღეს დიდია რისკი, იტვირთოთ შეუსრულებელი ვალდებულებები და ცუდ სიტუაციაში ჩაიგდოთ თავი. 

ნუ გამოავლენთ ამ დღეს პატივმოყვარეობას, შურსა თუ ბოროტებას. ნუ იტყვით ტყუილს. არ ვარგა ფულის სესხება ან გასესხება.

ამ დღის სიზმარი ცრუა და თავიდან ამოიგდეთ, თუ საშიში რამ დაგესიზმრათ.

საქმიანი სფერო

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ბიზნესმენებისთვის ეს მძიმე პერიოდია, ვინაიდან ან სხვადასხვა სახის წარუმატებლობა, გაუთვალისწინებელი გართულებები და უსიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი, ან საერთოდ არაფერი. და ეს მაშინ, როცა აუცილებელია, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრას.

ფრთხილად იყავით ახალ ამბებთან, განსაკუთრებით, ჭორებთან. დაფიქრდით, ხომ არ გაქვთ საქმე გაფუჭებული ტელეფონის პრინციპთან.

ფრთხილად მოეკიდეთ ახალ წინადადებებსა და შეთავაზებებს, რაოდენ დიდ მოგებასაც უნდა გპირდებოდეთ ისინი. სჯობს ორიოდე დღე შეიცადოთ და მხოლოდ ყველაფრის ყურადღებით გაანალიზების შემდეგ დათანხმდეთ შეთავაზებას.

ამ დღეს დიდია მახეში გაბმისა და სხვისი გავლენით საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ წასვლის შანსი. არც რაიმე კრიმინალურ ავანტიურაში ჩათრევის გამორიცხვა შეიძლება. ამიტომ მკვეთრად შეზღუდეთ კონტაქტები უცნობ ადამიანებთან. და, საერთოდ, გირჩევთ დრო შინ, ოჯახის წევრებთან გაატაროთ და არა სამსახურში.

საქმე ისაა, რომ ამ დღეს ათიდან ცხრა ადამიანი თავსატეხს გაგიჩენთ. თუ ვინმემ ისეთი რამ შემოგთავაზათ, რაც მანამდე არ გაგიკეთებიათ, სჯობს უარი უთხრათ და რისკზე არ წახვიდეთ.

გახსოვდეთ: მთვარის მე-19 დღეს ცხოვრების დადგენილ, ჩვეულ სისტემაზე უარის თქმა სერიოზულ ზარალსა და ასევე სამართალდამცველებთან დიდ უსიამოვნებებს გიქადით. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ წინ ციხისკენ მიმავალი უმოკლესი გზა იხსნება ფინანსური მაქინაციების გამო.

ასტროლოგები გვაფრთხილებენ: ის, ვინც ამ დღეს ფულით იტრაბახებს, საკუთარ თავს გაკოტრებისკენ ან გაძარცვისკენ „უბიძგებს“. ფულიანებს ამ პერიოდში უჯობთ, თევზივით პირში წყალი ჩაიგუბონ.

ქორწინება და ოჯახი

არ გირჩევთ ამ პერიოდში დაოჯახებას, ვინაიდან ამ საქმიდან კარგი არაფერი გამოვა. მიიჩნევა, რომ მამაკაცი ამ დღეს მხოლოდ საცოლის ბნელ მხარეზე ქორწინდება.

სექსი და ეროტიკა

არავითარი სექსი! — ასეთია ასტროლოგების მოწოდება ამ დღეს. თანაც, ყველა ასტროლოგიური სკოლისა ერთდროულად. ის კი არა, ეროტიკულ მასაჟზეც კი უარის თქმას გვირჩევენ.

შეგიძლიათ მხოლოდ თბილი აბაზანის მიღება.

და, რაც მთავარია: განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვურჩევთ ქალებს, ვინაიდან ამ დღეს სექსუალური მანიაკები აქტიურდებიან!!!

ყველა ახალი ამბავი
0