თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა ერთი ვერცხლის, და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს სეზონის პირველ გრან-პრიზე პარიზში, იტყობინება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ყველაზე ახლოს ოქროსთან ზაბედა რეგვიაშვილი იყო (-81 კგ), მაგრამ ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უფრო გამოცდილ ჰოლანდიელთან — ფრანკ დე ვიტოსთან წააგო, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილზეა.
არადა ფინალამდე რეგვიაშვილმა ისეთ სახელოვან ძიუდოისტებს მოუგო. როგორებიც არიან ბულგარელი ივაილო ივანოვი და უნგრელი ატილა უნგვარი.
გრან-პრის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ).
აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანი ზედიზედ მეხუთედ ადის პარიზში პოდიუმზე. 2013 და 2015 წლებში იგი ჩემპიონი გახდა, 2014-ში ვერცხლის, ხოლო 2016-ში გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორი. მაშინ ლიპარტელიანი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
გრან-პრის შემდეგი ეტაპი დიუსელდორფში 24-26 თებერვალს გაიმართება.