ქართველმა ძიუდოისტებმა სეზონში პირველი მედლები მოიპოვეს

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადა
ოლიმპიადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ძიუდოს ნაკრები პარიზში გრან-პრის სერიის ტურნირისთვის ემზადება.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputniik. საქართველოს ნაკრებს ძიუდოისტებმა ონისე ბუღაძემ და ნოდარ ბერიანმა სეზონის პირველი მედლები მოუპოვეს, იუწყება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალური ვებ-გვერდი.

ქართული ჭიდაობის სცენა - Sputnik საქართველო
„ქართულ ჭიდაობას“ საქართველოში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა

ევროპის ღია თასზე, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში დასრულდა, ბუღაძე 100 კგ-ზე ზევით წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა, ხოლო ბერიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ძირითადი შემადგენლობით არ იყო წარმოდგენილი — პორტუგალიაში ეროვნული გუნდის სათადარიგო შემადგენლობა და ახალგაზრდა სპორტსმენები იბრძოდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ლიდერებს, ისინი პარიზში იმყოფებიან და გრან-პრის სერიის სეზონის პირველი ტურნირისთვის ემზადებიან. შეჯიბრებები 11 და 12 თებერვალს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0