ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში 20 საფეხურით დაწინაურდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიაში წარმატებით გამოვიდა. ამის შემდეგ ის მორიგ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში გაემგზავრა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს რეიტინგში 87-დან 67-ე ადგილზე გადაინაცვლა, იუწყება ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ასეთი პროგრესი АТР-ს ტურნირზე სოფიაში წარმატებული გამოსვლით აიხსნება, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა და გრიგორი დიმიტროვთან დამარცხდა. ამ ტურნირზე მან 90 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ჩოგბურთელმა ბასილაშვილმა ვენაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ნახევარფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა რამდენიმე სპორტსმენი დაამარცხა, რომლებსაც მსოფლიო რეიტინგში უფრო მაღალი ადგილები უკავიათ: ფრანგი ადრიან მანარინო (მსოფლიოს 56-ე ჩოგანი), სლოვაკი მარტინ კლიჟანი (36-ე) და ბელგიელი დომინიკ ტიმი (მე-8).

უნდა აღინიშნოს, რომ ბასილაშვილმა ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელს, როგორც ტიმია, თავისი კარიერის განმავლობაში პირველად სძლია. მანამდე ქართველი ჩოგბურთელის უმაღლესი მიღწევა რამდენიმე თვის წინ ვენაში გამართულ ტურნირზე მსოფლიოს მეათე ჩოგნის, ჩეხი ტომაშ ბერდიხის დამარცხება იყო.

ბასილაშვილისთვის შემდეგი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, АТР-ს ტურნირია ამერიკულ მემფისში. პირველი რაუნდის მატჩს ის 14 თებერვალს ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონის (63-ე ადგილი) წინააღმდეგ გამართავს.

შეჯიბრების საპრიზო ფონდი 643 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0