იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში წმინდა სარქისის დღე აღინიშნება სომხეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სომხური დიასპორის მიერ. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტა, თუ როგორ აღინიშნა დღესასწაული თბილისში.
შეყვარებულთა მფარველი წმინდა სარქისის დღე სომხეთში ოფიციალურად აღინიშნება 2007 წლიდან იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში. ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიან ღია ბარათებს, ყვავილებსა და ტკბილეულს. წმინდა სარქისის სახელობის ეკლესიებში სადღესასწაულო მსახურება სრულდება.
საქართველოში სომხური დიასპორის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. სადღესასწაულო მსვლელობის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა თბილისის ისტორიულ ცენტრში, სადაც რამდენიმე მოქმედი სომხური ეკლესიაა.
© Sputnik / Levan Avlabreliწმინდა სარქისის დღეს მსვლელობა უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება თბილისის ისტორიულ ცენტრში, სადაც რამდენიმე მოქმედი სომხური ეკლესიაა
1/10
© Sputnik / Levan Avlabreli
წმინდა სარქისის დღეს მსვლელობა უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება თბილისის ისტორიულ ცენტრში, სადაც რამდენიმე მოქმედი სომხური ეკლესიაა
© Sputnik / Levan Avlabreliსომხური ეკლესიის მსახურები და მორწმუნეები წმინდა ეჩმიაძინისს ეკლესიასთან იკრიბებიან, ხატებს მიასვენებენ და გალობენ სარქისის სალოცავთან, შემდეგ გზას განაგრძობენ წმინდა გიორგის სომხრური ეკლესიისკენ მეტეხის ხიდის გავლით
2/10
© Sputnik / Levan Avlabreli
სომხური ეკლესიის მსახურები და მორწმუნეები წმინდა ეჩმიაძინისს ეკლესიასთან იკრიბებიან, ხატებს მიასვენებენ და გალობენ სარქისის სალოცავთან, შემდეგ გზას განაგრძობენ წმინდა გიორგის სომხრური ეკლესიისკენ მეტეხის ხიდის გავლით
© Sputnik / Levan Avlabreliწმინდა სარქისი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდანია სომხეთში. ის ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა
3/10
© Sputnik / Levan Avlabreli
წმინდა სარქისი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდანია სომხეთში. ის ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა
© Sputnik / Levan Avlabreliთბილისში წმინდა სარქისის დღეს მსვლელობა უკვე ტრაციდიად იქცა. ფოტოზე: მსვლელობის მონაწილეები მეტეხის ხიდის გავლით წმინდა გიორგის სომხური ეკლესიისკენ მიდიან. უკან მოჩანს მეტეხის მართლმადიდებლური ეკლესია და ვახტანგ გორგასლის ძეგლი
4/10
© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისში წმინდა სარქისის დღეს მსვლელობა უკვე ტრაციდიად იქცა. ფოტოზე: მსვლელობის მონაწილეები მეტეხის ხიდის გავლით წმინდა გიორგის სომხური ეკლესიისკენ მიდიან. უკან მოჩანს მეტეხის მართლმადიდებლური ეკლესია და ვახტანგ გორგასლის ძეგლი
© Sputnik / Levan Avlabreliყოველწლიურად წმინდა სარქისის დღისადმი მიძღვნილ თბილისში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობს სომხური დიასპორის ასობით წარმომადგენელი
5/10
© Sputnik / Levan Avlabreli
ყოველწლიურად წმინდა სარქისის დღისადმი მიძღვნილ თბილისში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობს სომხური დიასპორის ასობით წარმომადგენელი
© Sputnik / Levan Avlabreliწმინდა სარქისის დღეს უკავშირდება რამდენიმე ხალხური ჩვეულება. ერთ-ერთი მთავარი ჩვეულებაა, როდესაც მღვდელმსახურები მოწრმუნე ახალგაზრდებს მარილიან კვერებს ურიგებენ. მათ უნდა მიირთვან კვერები, რის შემდეგაც არ უნდა ჭამონ ან დალიონ. ამ ღამით მათ დაესიზმრებათ მომავალი მეუღლეები
6/10
© Sputnik / Levan Avlabreli
წმინდა სარქისის დღეს უკავშირდება რამდენიმე ხალხური ჩვეულება. ერთ-ერთი მთავარი ჩვეულებაა, როდესაც მღვდელმსახურები მოწრმუნე ახალგაზრდებს მარილიან კვერებს ურიგებენ. მათ უნდა მიირთვან კვერები, რის შემდეგაც არ უნდა ჭამონ ან დალიონ. ამ ღამით მათ დაესიზმრებათ მომავალი მეუღლეები
© Sputnik / Levan Avlabreliკიდევ ერთი ჩვეულება უკავშირდება წმინდა სარქისის დღეს. სახურავზე ან აივანზე დგამენ ფქვილიან სინს და ელიან წმინდა სარქისის ცხენის ნაკვალევის აღმოჩენას. ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისი ანგელოზებთან უნდა მიფრინდეს სახლების სახურავებზე. და თუ სინზე დაყრილ ფქვილზე თეთრი ცხენი (სისუფთავისა და უბიწოების სიმბოლო) კვალს დატოვებს, წლის განმავლობაში შეყვარებულ ახალგაზრდას ოცნება აუსრულდება
7/10
© Sputnik / Levan Avlabreli
კიდევ ერთი ჩვეულება უკავშირდება წმინდა სარქისის დღეს. სახურავზე ან აივანზე დგამენ ფქვილიან სინს და ელიან წმინდა სარქისის ცხენის ნაკვალევის აღმოჩენას. ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისი ანგელოზებთან უნდა მიფრინდეს სახლების სახურავებზე. და თუ სინზე დაყრილ ფქვილზე თეთრი ცხენი (სისუფთავისა და უბიწოების სიმბოლო) კვალს დატოვებს, წლის განმავლობაში შეყვარებულ ახალგაზრდას ოცნება აუსრულდება
© photo: Sputnikწმინდა სარქისი - დარეული ქრისტიანული მეომარი-მოწამე, რომელსაც მხოლოდ სომხურ ეკლესიაში ეთაყვანებიან. ის იყო რომის არმიის სარდალი კონსტანტინე დიდის მმართველობის დროს. ის იყო არამხოლოდ მეთაური, არამედ მღვდელიც, რომელიც საკუთარ მეომრებს ქრისტიანული რწმენისკენ აქცევდა. ამის გამო ის საკუთარ ვაჟთან და ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს სასანიანების შაჰის, შაბურ I-ის ზეობის პერიოდში
8/10
© photo: Sputnik
წმინდა სარქისი - დარეული ქრისტიანული მეომარი-მოწამე, რომელსაც მხოლოდ სომხურ ეკლესიაში ეთაყვანებიან. ის იყო რომის არმიის სარდალი კონსტანტინე დიდის მმართველობის დროს. ის იყო არამხოლოდ მეთაური, არამედ მღვდელიც, რომელიც საკუთარ მეომრებს ქრისტიანული რწმენისკენ აქცევდა. ამის გამო ის საკუთარ ვაჟთან და ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს სასანიანების შაჰის, შაბურ I-ის ზეობის პერიოდში
© Sputnik / Levan AvlabreliСвятой Саркис всегда содействует тем людям, кто влюблен и которые возносят ему молитвы о помощи (в связи с этим Саркиса нередко называют "осуществляющим заветную мечту")
9/10
© Sputnik / Levan Avlabreli
Святой Саркис всегда содействует тем людям, кто влюблен и которые возносят ему молитвы о помощи (в связи с этим Саркиса нередко называют "осуществляющим заветную мечту")
© Sputnik / Levan Avlabreliსომხური რწმენის თანახმად, სადღესასწაულო დღეების ბოლო ღამეს (თებერვალში) წმინდა სარქისი საკუთარ შეყვარებულთან ერთად ყველა სომხის სახლს სტუმრობს. მისთვის სახლის სახურავებზე ან აივნებზე სინით დგამენ ფქვილს. თუ დილით ფქვილზე წმინდა სარქისის ცხენის ნაკვალევს აღმოაჩენენ, ეს კარგს ნიშნავს. სარქისი, საჩუქრებისა შეგროვებისას ახალგაზრდებს ჩუქნის სიზმრებს, რომლებშიც მათ მომავალ მეუღლეებს აჩვენებს
10/10
© Sputnik / Levan Avlabreli
სომხური რწმენის თანახმად, სადღესასწაულო დღეების ბოლო ღამეს (თებერვალში) წმინდა სარქისი საკუთარ შეყვარებულთან ერთად ყველა სომხის სახლს სტუმრობს. მისთვის სახლის სახურავებზე ან აივნებზე სინით დგამენ ფქვილს. თუ დილით ფქვილზე წმინდა სარქისის ცხენის ნაკვალევს აღმოაჩენენ, ეს კარგს ნიშნავს. სარქისი, საჩუქრებისა შეგროვებისას ახალგაზრდებს ჩუქნის სიზმრებს, რომლებშიც მათ მომავალ მეუღლეებს აჩვენებს