ვითარება საქართველოს გზებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო მანქანა
სატვირთო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ლიპყინულთან და დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქვეყნის ავტომაგისტრალებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რიგ მაგისტრალებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-72-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-კმ22-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

მეიდანი - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: თბილისში უქმეებზე თოვლია მოსალოდნელი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 71-188-ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის 1-70-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის (110–146-ე კმ) მონაკვეთზე  და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112-ე კმ (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0