ამინდი საქართველოში: თბილისში უქმეებზე თოვლია მოსალოდნელი

გამოწერა
საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, მეტეოროლოგები თოვლს ქვეყნის უმეტეს რაიონში, მათ შორის, თბილისშიც პროგნოზირებენ.

11 თებერვალი, შაბათი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი, ზოგიერთ რაიონში ნისლი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს, ხოლო აღმოსავლეთში წამში 8-13 მეტრს მიაღწევს. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით პლუს 1-6 გრადუსი, დღისით კი 2-7 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალ მთაში როგორც ღამით, ისე დღისით მინუს 5-0 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მინუს 5-0, დღისით — 1-6 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით 12-7, დღისით კი მინუს 7, პლუს 2 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია მცირე თოვლი. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით მინუს 1, დღისით პლუს 3 გრადუსი იქნება.

12 თებერვალი, კვირა

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ცვალებადი მოღრუბლულობა და ნალექია მოსალოდნელი, ძირითადად თოვლის სახით. თოვლსა და ნისლს პროგნოზირებენ მეტეოროლოგები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც. დასავლეთში ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი, აღმოსავლეთში კი 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მინუს 2, პლუს 3 გრადუსი, დღისით კი 1-76 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 13-8, დღისით მინუს 6-1 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მინუს 8-3, დღისით — 0-5 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 15-10, ზოგიერთ რაიონში 18 გრადუსი, დღისით კი მინუს 8-3 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. ქარის სიძლიერე  წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით მინუს 3, დღისით პლუს 3 გრადუსი იქნება.

13 თებერვალი, ორშაბათი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ცვალებადი მოღრუბლულობა და ნალექი, მთაში თოვლია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში მოთოვს. დასავლეთში ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი, აღმოსავლეთში კი 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მინუს 2, პლუს 3 გრადუსი, დღისით კი 1-76 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 13-8, დღისით მინუს 6-1 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მინუს 8-3, დღისით მინუს 1 პლუს 4 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მინუს 17-12, დღისით კი მინუს 8-3 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. ქარის სიძლიერე  წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით მინუს 3, დღისით პლუს 2 გრადუსი იქნება.

 


ყველა ახალი ამბავი
0