საჯარო სკოლებში შსს–ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება

© Fotolia / Christian Schwierმოსწავლეები გაკვეთილზე
მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, რომლის ფარგლებში უწყების თანამშრომლებმა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლასა და აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საგზაო მოძრაობის წესებზე გაკვეთილი ჩაატარეს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ.

როგორც შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლაში - Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები სკოლას ესტუმრნენ

გაკვეთილის დასასრულს შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

გაკვეთილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაშიც ჩატარდა. პატრულ-ინსპექტორმა გაკვეთილზე მოძრაობის უსაფრთხოების წესებსა და ქვეითთა უფლებებზე ისაუბრა.

კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ შსს-მ 2015 წელს აამოქმედა. საინიციატივო ჯგუფები საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით პერიოდულად სხვადასხვა აქციას მართავენ. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ყველა ახალი ამბავი
0