შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები სკოლას ესტუმრნენ

© FB / Александр Джеджелаваგიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლაში
გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ფარგლებში, მინისტრები ბავშვებს კანონების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შსს–ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის №176 სკოლის მეხუთე კლასელებისთვის გაკვეთილი ჩაატარეს, რომელიც გზებზე უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. მათ ბავშვებს საგზაო მოძრაობის ძირითადი წესები გააცნეს.

გაკვეთილი პროექტის „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს შსს განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგა. პროექტის მიზანია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია.

„დასავლური ღირებულებების სახელმწიფოს მშენებლობა ამ პატარა ადამიანებიდან, მათი დამოკიდებულებიდან და გადაწყვეტილებიდან იწყება. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგად გაიაზრონ უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და კანონისადმი პატივისცემის მნიშვნელობა“, – განაცხაადა შს მინისტრმა გიორგი მღერიშვილმა, რომელიც განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად გაკვეთილს დაესწრო.

საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში შსს–ს დანაყოფებს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

ამჟამად „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ საპილოტე პროექტია. ის საქართველოს 42 საჯარო სკოლაში ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე სახელწოდების სახელმძღვანელო გამოსცა. შსს–ში იმედოვნებენ, რომ განათლების სამინისტრო სკოლებში შემოიღებს შესაბამის დისციპლინას, როგორც სავალდებულო საგანს.  

პროგრამაში ჩართულ სკოლებში გაკვეთილები თვეში ერთხელ ტარდება. საგზაო მოძრაობის წესების გარდა, შსს–ს თანამშრომლები ბავშვებს კრიზისულ ვითარებაში — მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს ქცევის წესებსა და უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან.

პროგრამის „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ პარალელურად ტარდება საინფორმაციო კამპანია „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, რომელიც შსს-მ 2015 წელს აამოქმედა. საინიციატივო ჯგუფები საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით პერიოდულად სხვადასხვა აქციას მართავენ.


ყველა ახალი ამბავი
0