თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. დილიდან საბერძნეთის ქალაქ თესალონიკიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ევაკუაციის მიზეზი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბია, რომელიც თესალონიკში საგზაო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
მიმდინარეობს ბომბის გაუვნებელყოფა.
ბომბის გაუვნებელყოფამდე ქალაქიდან მოსახლეობა გაიყვანეს. ევაკუირებულია 70 ათასი ადამიანი.
ბომბის განეიტრალების ოპერაციამ, შესაძლოა, 2 დღემდე გასტანოს.
საბერძნეთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ათენის ახალი ამბების სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, ოპერაციის პირველი ეტაპი ამჟამად დასრულებულია, თუმცა საფრთხე კვლავ რჩება.
„წარმატებით დასრულდა ოპერაციის პირველი ეტაპი, კერძოდ, ამოღებულია ბომბის ასაფეთქებელი მექანიზმი, ახლა ოპერაციის მეორე ეტაპი დაიწყება. საშიროება შენარჩუნებულია, მოქალაქეები ევაკუაციის ზონის მიღმა უნდა დარჩნენ, სანამ ბომბს არ გაიტანენ“, – განაცხადა ცენტრალური მაკედონიის რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ.
ბომბი 250 კილოგრამს იწონის.
ნაპოვნი საავიაციო ბომბი არ აფეთქდა, როდესაც ინგლისელებმა სალონიკის ეს რაიონი 1943 წლის 5 დეკემბერს დაბომბეს. 1997 წელს კორდელიოს რაიონში იპოვეს და გააუვნებელყვეს 200–კილოგრამიანი საავიაციო ბომბი. შესაძლოა, რომ მიწაში კიდევ ბევრი აუფეთქებელი ბომბია.
ინგლისის ავიაციამ სალონიკის პორტსა და სარკინიგზო ვაგზალზე გერმანული ობიექტების დაბომბვა 1943 წლიდან დაიწყო.