ბიშკეკში გამნაღმველებმა თვითნაკეთი ბომბი გააუვნებელყვეს

© photo: Sputnik / Вячеслав Прокофьев / გადასვლა მედიაბანკშიგამნაღმველი
გამნაღმველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საეჭვო შავი ფერის პაკეტები მაჰათმა განდისა და პერვომაისკის ქუჩების კვეთაზე შენიშნეს.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ბიშკეკში გამნაღმველებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები გააუვნებელყვეს, იუწყება „Sputnik ყირგიზეთი“ ეროვნული უშიშროების სახელმიწიფო კომიტეტის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

კობაკაბანას სანაპირო - Sputnik საქართველო
რიო-დე-ჟანეიროში აფეთქება გამნაღმველებმა მოაწყვეს

სპეცსამსახურების ინფორმაციით, გუშინ, 21:30 საათზე შევიდა შეტყბინება მაჰათმა განდისა და პერვომაისკის ქუჩების კვეთაზე საეჭვო შავი ფერის პაკეტების შესახებ.

ადგილზე გავიდნენ ოპერატიული ჯგუფები. პოლიეთილენის ორი პაკეტის დათვალიერებისას მათ თვითნაკეთი მოწყობილობა აღმოაჩინეს. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხი გაიყვანეს, ტერიტორიას ალყა შემოარტყეს. გამნაღმველებმა ბომბი გააუვნებელყვეს.

მსხვერპლი და ნგრევა არ არის. მიმდინარეობს ექსპერტიზა და გრძელდება ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებები.


ყველა ახალი ამბავი
0