რიო-დე-ჟანეიროში აფეთქება გამნაღმველებმა მოაწყვეს

© REUTERS / Ricardo Moraesკობაკაბანას სანაპირო
კობაკაბანას სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ დროს, როდესაც გამნაღმველები საეჭვო ჩანთას ანადგურებდნენ, საქართველოს სპორტის მინისტრი სასტუმროში არ იმყოფებოდა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. გამნაღმველებმა რიო-დე-ჟანეიროს სასტუმრო Excelsior-ის სიახლოვეს საეჭვო ჩანთა ააფეთქეს, განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.

სასტუმრო Excelsior რიოში - Sputnik საქართველო
რიოს ერთ-ერთ სასტუმროში, რომელშიც ქართველი მინისტრი ცხოვრობს, აფეთქება მოხდა

აფეთქების ხმა თბილისის დროით დილის 07:00 საათზე გაისმა სასტუმროს სიახლოვეს, რომელშიც ბრაზილიის ოლიმპიადის ოფიციალური პირები არიან დაბინავებული. სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობენ საქართველოს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძეც.

„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სასტუმროსთან ახლოს საეჭვო ჩანთა იპოვეს. სწორედ იმ დროს სასტუმროში ვბრუნდებოდით… ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ და როგორც ჩვენ გვითხრეს, უსაფრთხოების სამსახურმა საეჭვო ობიექტი გაანადგურა. როგორც ჩანს, აფეთქების ხმა ამის გამო იყო“, — განმარტა ხეჩიკაშვილმა.

მისი თქმით, სასტუმროში ევაკუაცია არ გამოცხადებულა.

ყველა ახალი ამბავი
0