თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სროლის ხმა ისმოდა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 40 წლის მამაკაცი დაჭრეს.
დჭრილი მამაკაცის ვინაობა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უცნობია.
დაშავებული მრავლობითი ჭრილობებით ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.