ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების შვიდი წლისთავი

© AP Photo / Elise Amendolaნოდარ ქუმარიტაშვილი
ნოდარ ქუმარიტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ სპორტული მიმომხილველი იხსენებს ტრაგედიას, რომელიც ვანკუვერის ოლიმპიადაზე მოხდა და ახალგაზრდა ბაკურიანელი სპორტსმენის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ვანკუვერის ოლიმპიადაზე 2010 წელს ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან დღეს შვიდი წელი შესრულდა.

21 წლის სპორტსმენი XXI ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ვარჯიშის დროს უისტლერის საციგაო ტრასაზე ციგით დაშვებისას დაიღუპა. ეს ტრასა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ტრასად ითვლება. როდესაც ქართველმა სპორტსმენმა ბოლო მოსახვევში ციგა ვერ დაიმორჩილა, მისი სიჩქარე საათში145-150 კილომეტრს აღწევდა. 

საქართველო ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამოძიების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს

ქუმარიტაშვილი ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

იმის შესახებ, რომ ტრასა საკმაოდ სახიფათოა, ბევრი მოციგავე საუბრობდა. ხუთი ოლიმპიური თამაშების მონაწილე ალბერტ დემჩენკოს აზრით, უისტლერის ტრასა ძალიან სწრაფია და მცირე შეცდომასაც კი არ პატიობს. 

© AP PHOTO/ ELISE AMENDOLAნოდარ ქუმარიტაშვილი
ნოდარ ქუმარიტაშვილი - Sputnik საქართველო
ნოდარ ქუმარიტაშვილი

იგივე აზრზე იყო თავად ნოდარიც, რომელმაც დაღუპვამდე სამი დღით ადრე დაურეკა მამას ბაკურიანში და მოუყვა, რატომ თვლიდა ტრასის იმ მონაკვეთს სახიფათოდ.

საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIL) წარმომადგენლებიც ეთანხმებოდნენ ამ აზრს. მეტიც, ისინი თვლიდნენ, რომ ტრასის კონსტრუირებისას შეცდომა იყო დაშვებული. როდესაც მომხდარი ტრაგედიის შესახებ ტრასის არქიტექტორმა უდო გიურგელმა შეიტყო, მან განაცხადა, რომ კონსტრუქცია გადაკეთებას მოითხოვდა.

თუმცა, ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან მეორე დღეს თამაშების ორგანიზატორებმა მოხსენება გამოაქვეყნეს, რომელშიც  ნათქვამი იყო, რომ ტრაგედიის მიზეზი სპორტსმენის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა, თითქოსდა ის ძალიან გვიან გამოვიდა მე-15 მოსახვევიდან და მომდევნო მოსახვევისთვის მომზადება ვერ მოასწრო. 

© AP PHOTO/ ELISE AMENDOLA ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ვანკუვერში წუთიერი დუმილით ნიაგეს პატივი
 ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ვანკუვერში წუთიერი დუმილით ნიაგეს პატივი - Sputnik საქართველო
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ვანკუვერში წუთიერი დუმილით ნიაგეს პატივი

იმავე მოხსენებაში იყო აღნიშნული, რომ ტრასის კონსტრუქციის თავისებურებას ინციდენტის პროვოცირება არ შეეძლო. სამი თვის შემდეგ, 19 აპრილს, საკუთარი მოხსენება საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამაც (FIL) გამოაქვეყნა, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქართველი მოციგავის ავარიისა და დაღუპვის მიზეზი გახდა „პილოტირების შეცდომები“ და რომელიმე სხვა ცალსახა მიზეზი არ არსებობს.

ტრაგედიის შემდეგ ქართული დელეგაცია ვანკუვერში შეჯიბრებიდან სპორტსმენების მოხსნის საკითხს განიხილავდა. თუმცა, მიღებულ იქნა ასპარეზობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება. XXI ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენები შავი სამგლოვიარო ყელსახვევებით გამოვიდნენ, სტადიონზე შეკრებილი მაყურებლებმა კი ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. 

© AP PHOTO/ ELISE AMENDOLAნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ვანკუვერში წუთიერი დუმილით ნიაგეს პატივი
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას  ვანკუვერში წუთიერი დუმილით ნიაგეს პატივი - Sputnik საქართველო
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას ვანკუვერში წუთიერი დუმილით ნიაგეს პატივი

ნოდარ ქუმარიტაშვილი მის მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს. იმავე წლის ზაფხულში დაღუპული სპორტსმენის უკვდავსაყოფად საქართველოს ფოსტამ საფოსტო მარკა გამოუშვა.

ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა. ბაკურიანში ყოველწლიურად ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის მოციგავეთა შეჯიბრები ტარდება.


ყველა ახალი ამბავი
0