საქართველო ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამოძიების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს

გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ კანადის პოლიციის დასკვნა ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზების შესახებ არაკვალიფიციურობის შედეგი იყო.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ კანადის პოლიციის დასკვნა ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ვანკუვერში 2010 წლის ოლიპიურ თამაშებზე დაღუპვის მიზეზების შესახებ არაკვალიფიციურობის შედეგი იყო.

ქართველი მოციგავის დაღუპვა უბედურ შემთხვევად აღიარეს. ასეთი დასკვნა გააკეთა კანადის პოლიციის გამომძიებელმა ტომ პავლოვსკიმ, რომელმაც ტრაგედიის მთავარ მიზეზად ქართველის სპორტსმენის ”არასაკმარისი გამოცდილება” დაასახელა.

”21 წლის სპორტსმენი იმ მომენტში, როცა ტრავმა მიიღო, მე-18 ადგილზე გადიოდა. მან მიიღო ოლიმპიური ლიცენზია, რომლის მიღებაც არც ისე ადვილია - აუცილებელია საჭირო ეტაპების გავლა. შესაბამისად, სპორტსმენის არაკვალიფიციურობის შესახებ საუბარი - ეს სწორედ ის არაკვალიფიციურობაა, რომელიც ამ დასკვნაში ჩანს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ვარძელაშვილმა სამშაბათს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო. რაც შეეხება ამ დასკვნის შესაძლო გასაჩივრებას, ეს, ვარძელაშვილის განცხადებით, შესაძლებელი მხოლოდ ქუმარიტაშვილის ოჯახის სურვილის შემთხვევაში იქნება.

ქართველი სპორტსმენი 12 თებერვალს, უისტლერში, 2010 წლის თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საციგაო ტრასაზე დაიღუპა. 

ყველა ახალი ამბავი
0