ლანჩხუთში უცნობმა პირებმა ოჯახის წევრები სცემეს და 220 ლარი წაიღეს

© Sputnik / Levan Avlabreliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოლ-ქმარი ლანჩხუთის კლინიკაში მოათავსეს, სადაც სტაციონალურ მკურნალობას გადიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ლანჩხუთში რაიონის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრები გელა გურგენიძის ოჯახში სამი უცნობი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ყაჩაღობის ბრალდებით დასავლეთ საქართველოში ორი მამაკაცი დააკავეს

შეიარაღებულმა პირებმა გელა გურგენაძეს და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი ოჯახისგან ფულს ითხოვდნენ. მეუღლემ გაქცევა მოახერხა, თუმცა მას გზაში დაედევნენ, სცემეს და იქვე მდინარეში ჩააგდეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი ქალმა მოახერხა მეზობელთან მისვლა და სწორედ მეზობელმა გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. სახლში მისულებს კი გელა გურგენაძე ნაცემი და გონებადაკარგული დახვდათ. 

საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია 220 ლარი. 

ცოლ-ქმარი ლანჩხუთის კლინიკაში მოათავსეს, სადაც სტაციონალურ მკურნალობას გადიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.


ყველა ახალი ამბავი
0