თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს, იუწყება ტელეკომპანია „ბორჯომი“.
არარეგისტრირებული სახერხი საამქროების გარდა სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი აღმოაჩინეს.
არარეგისტრირებული, ე.წ. ლენტური ტიპის 12 სახერხი საამქრო სამართალდამცვლებმა სოფელ მზეთამზეში, საკირეში, ყვიბისში და ჭობისხევში დალუქეს.
უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალა აღნიშნულ საამქროებში იყო განთავსებული, რომელიც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ადგილზე შედგა შესაბამისი აქტები. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა სხვა სახის სამართალდარღვევათა გამოსავლენად.
ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.