ბათუშმი ისტორიული შენობა დაანგრიეს, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისტორიული შენობა ჯერ დაანგრიეს, შემდეგ კი დემონტაჟი შეაჩერეს.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ხმაურია ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე. მოსახლეობა ყოფილი გულის კლინიკის შენობის დემონტაჟს აპროტესტებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ბარათაშვილის 24–ნომერში მდებარე ისტორიული შენობა, რომლის დემონტაჟიც მიმდინარეობდა, გასული საუკუნის 20-იან წლებშია აშენებული.

აღნიშნულ ადგილას კომპანია „დარ ბილდინგი“ 7–სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათი სახლები ისედაც ავარიულია და ადგილზე მძიმე ტექნიკის მუშაობა მათ საცხოვრებელს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
თბილისელებმა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიას შენობის დანგრევის ნებართვა არ ჰქონდა. შესაბამისად, სამშენებლო კომპანია “დარ ბილდინგი”, მერიის ინფორმაციით, 3000 ლარით დააჯარიმეს.

გარდა ამისა, მათ ჯერ არც მშენებლობის ნებართვისთვის მიუმართავთ მერიისთვის. კომპანიას 7–სართულიანი მრავალფუნქციური სახლის სარეკლამო რგოლი კი უკვე მომზადებული აქვს.

"დემონტაჟი განხორციელდა უნებართვოდ, რაზეც ზედამხედველობის სამსახურმა მოახდინა რეაგირება და იძულების წესით შეჩერებულია დემონტაჟის უფლება და გადაგზავნილია სააღსრულებლო ბიუროში,“ — განაცხადა ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ.

შენობაზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ 2014 წელს ორჯერ განიხილა. ჯერ გადაწყდა, რომ შენობა იმსახურებდა ძეგლის სტატუსის მინიჭებას, მოგვიანებით კი საბჭომ გაითვალისწინა შენობის მესაკუთრის მიერ მოწვეული ხელოვნებათმცოდნის მიერ მომზადებული რეკომენდაცია, სადაც ეწერა, რომ შენობას ძეგლის გამოხატული ნიშან-თვისებები არ ჰქონდა — აღნიშნულია ინტერვიუში, რომელიც გაზეთმა  “ბათუმელებმა” სააგენტოს ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ანთიძესთან 2015 წლის იანვარში ჩაწერა.

ყველა ახალი ამბავი
0