თბილისელებმა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკშიმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გლდანში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც რეკრეაციული ზონის ადგილას ხორციელდება, ადგილობრივებმა გააპროტესტეს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. „მწვანე სივრცე და ჟანგბადი ჩვენს შვილებს“ — ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია გლდანის მეხუთე მიკრორაიონში გაიმართა, სადაც ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

აქცია პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებთან ერთად გაიმართა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, ადგილზე, სადაც მაღალსართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება, ადრე რეკრეაციული ზონა იყო.

„გლდანის მცხოვრებლებს ის ადგილი წაართვეს, სადაც საღამოობით ბავშვებთან, მოხუცებთან ერთად გასეირნება შეგვეძლო და იმის ნაცვლად, რომ აქ სკვერი გაეშენებინათ, მორიგი უსახური  მშენებლობა იგეგმება“, — განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა.

გიგუაშვილმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მშენებლობის უკან თბილისის მერის დავით ნარმანიას ძმა — ირაკლი ნარმანია დგას. მისი სიტყვებით, თუ ათი დღის შემდეგ მერიის მხრიდან შესაბამისის რეაგირება არ იქნება, ის ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მშენებლობის დემონტაჟს დაიწყებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომლის განმარტებით, მის ინტერესში მხოლოდ ქალაქის სწრაფი განვითარება შედის.

„მათ (ადგილობრივ მცხოვრებლებს-რედ.) და ყველა ოპოზიცურ პარტიას მივმართავ და ვეტყვი, წარმოადგინონ საკუთარი პროგრამები და ისე ესაუბრონ ხალხს“, — აღნიშნა ნარმანიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0