ბურჭულაძის დაბადების დღე ანუ ყველაზე ცნობილი ქართველი ბანის მიერ განვლილი გზა

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომენტის დაჭერაა მთავარი - საჭირო დროს და ადგილას კარგად უნდა იმღერო.

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს, საზოგადო  და პოლიტიკურ მოღვაწეს პაატა ბურჭულაძეს დღეს 62 წელი უსრულდება. „Sputnik-საქართველო“ შემსრულებელს ულოცავს დაბადების დღეს და მის შემოქმედებით გზას იხსენებს.

პაატა ბურჭულაძე 1955 წლის 12 თებერვალს თბილისში დაიბადა, ინჟინრისა და ინგლისური ენის პედაგოგის ოჯახში. ვოკალური ნიჭი მან უკვე ოთხი წლიდან გამოავლინა. თუმცა, ვოკალზე სწავლას არ ჩქარობდა, თავიდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტზე ჩააბარა. კონსერვატორიაში კი მშობლების დაჟინებული თხოვნით მივიდა. 

© SPUTNIK/ ИГОРЬ МИХАЛЕВპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
პაატა ბურჭულაძე

ბურჭულაძე იხსენებს, რომ თავი ოპერის მომღერლად პირველად კონსერვატორიის მესამე კურსზე იგრძნო. გუნოს ოპერაში „ფაუსტი“ პაატა მეფისტოფელის პარტიას ასრულებდა. როდესაც მან თავისი არია დაასრულა, დარბაზიდან ოვაციის ხმა გაისმა. ბურჭულაძე მაშინ მიხვდა, რომ სცენა — ერთგვარი ნარკოტიკია.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ (ოლიმპია ხელაშვილის კლასით), პაატა სტაჟირებაზე ოდესის კონსერვატორიაში გაემგზავრა, სადაც მისი პედაგოგი ევგენი ივანოვი იყო, შემდეგ კი „ლა სკალაში“, სადაც მას ჯულიეტა სიმიონატი და ედოარდო მიულერი ასწავლიდნენ.

1981 წელს ბურჭულაძემ პირველ წარმატებას მიაღწია — ის გახდა იტალიაში (ბუსეტო) საერთაშორისო კონკურსის „ვერდის ხმების“ გამარჯვებული. მაგრამ ეს წარმატება შემთხვევითი არ იყო, რადგან ამას სხვა გამარჯვებები მოჰყვა: ბურჭულაძე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი ხდება, 1985 წელს კი ლეგენდარული საოპერო მომღერლის ლუჩანო პავაროტის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.

ერთ-ერთ თავის ინტერვიუში პაატა ბურჭულაძე იტყვის: „ნიჭთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა“. 

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
"სუხიშვილები" ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს კონცერტებით აღნიშნავს

დიდ სცენაზე ქართველი მომღერლის დებიუტი ლონდონში შედგა, „კოვენტ გარდენის“ სამეფო ოპერაში. მან ვერდის ოპერა „აიდადან“ რამფისის პარტია შეასრულა, მისი პარტნიორები კი კატია რიჩარელი და თავად ლუჩანო პავაროტი იყვნენ.

ამ უდავო წარმატებას სერიოზული წინადადებები მოჰყვა. 1987 წელს ცნობილი ავსტრიელი დირიჟორის ჰერბერტ ფონ კარაიანის მოწვევით ბურჭულაძემ კომანდორის პარტია შეასრულა („დონ ჟუანი“, მოცარტი). ეს ზალცბურგის ფესტივალზე მოხდა. კარაიანის დირიჟორობით პაატა ასევე ვერდისა და მოცარტის რექვიემების შესრულებაში მონაწილეობდა. კარაიანი ბურჭულაძეს მეორე შალიაპინს უწოდებდა.

ამის შემდეგ ქართველმა შემსრულებელმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 

© SPUTNIK/ ИГОРЬ МИХАЛЕВპაატა ბურჭულაძე და ვლადიმირ სპივაკოვი
პაატა ბურჭულაძე და ვლადიმირ სპივაკოვი - Sputnik საქართველო
პაატა ბურჭულაძე და ვლადიმირ სპივაკოვი

სხვადასხვა წლებში ბურჭულაძე მსოფლიოს უდიდეს თეატრებში მღეროდა, მათ შორის არის: „ლა სკალა“ (ჯუზეპე ვერდის „ნაბუკო“, „აიდა“, „ლუიზა მილერი“, „სიმონ ბოკანეგრა“, „მაკბეტი“, „ლომბარდიელები პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში“, სერგეი პროკოფიევის „ცეცხლოვანი ანგელოზი“), ვენის სახელმწიფო ოპერა (ვერდის „ლუიზა მილერი“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, „ხოვანშჩინა“), ბავარიის სახელმწიფო ოპერა (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, ვერდის „ნაბუკო“, „აიდა“), ჰამბურგის სახელმწიფო ოპერა (მუსორგსკის „ხოვანშჩინა“, ვერდის „მაკბეტი“, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“, ვერდის „ბედის ძალა“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), პარიზის ნაციონალური ოპერა (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, შარლ გუნოს „ფაუსტი“, ვერდის „ნაბუკო“), სან-ფრანცისკოს ოპერა („ალექსანდრ ბოროდინის „კნიაზ იგორი“), ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა (ვერდის „დონ კარლოსი“), მეტროპოლიტენ-ოპერა (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, მოცარტის „დონ ჟუანი“, ვერდის „აიდა“, მუსორგსკის „ხოვანშჩინა“), ბერლინის გერმანული ოპერა, ციურიხის ოპერა, ტოკიოს ახალი ნაციონალური თეატრი. 

ანიტა რაჭველშვილი - Sputnik საქართველო
ანიტა რაჭველიშვილი International Opera Awards 2017-ზეა ნომინირებული

ბორის გოდუნობის როლის პაატა ბურჭულაძის ინტერპრეტაციამ განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა. ეს პარტია მან მეტროპოლიტენ-ოპერაში 1990/1991 სეზონის გახსნაზე შასრულა, „კოვენტ გარდენის“ სამეფო ოპერაში, ვენის სახელმწიფო ოპერასა და ბავარიის სახელმწიფო ოპერაში.

ბურჭულაძე გაეროსა და გაეროს ბავშვთა ფონდში კეთილი ნების ელჩია. გარდა ამისა, ის დაჯილდოებულია წმინდა გიორგის ოქროს ორდენით (2010) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2010). 

2004 წელს ბურჭულაძემ „იავნანას“ ფონდი დაარსა, რომლის ლოზუნგია „ერთად გადავარჩინოთ მომავალი“. ფონდის საქმიანობის მიზანია — მშობლის ზრუნვამოკლებული ბავშვების დახმარება, მათი ოჯახებში დაბრუნება, ასევე შეჭივრებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. ამ ფონდის ეგიდით როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში უამრავი საქველმოქმედო კონცერტი ტარდება. ოპერის ხელოვნების მსოფლიო ვარსკვლავები დაუფიქრებლად თანხმდებიან ბურჭულაძის მოწვევას იმღერონ საქველმოქმედო გალა-კონცერტებზე. 

2016 წელს პაატა ბურჭულაძე პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ დაარსა. თუმცა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ახალ მემარჯვენეებთან“ და „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველოსთან “ კოალიციაში 5%-იანი ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.

პოლიტიკიდან წასვლისას ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მიემგზავრება საზღვარგარეთ კარიერის გასაგრძელებლად. ადრე მას უთქვია: „აქამდე ჯერ არ შემხვედრია არც ერთი ოპერის მომღერალი, რომელიც სცენიდან თავისი ნებით წასულიყო“.


ყველა ახალი ამბავი
0