თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დახმარებით სირიის ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან ალეპოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტი ტადეფი გაათავისუფლეს — საბრძოლო მოქმედებების დროს 650-ზე მეტი ტერორისტი განადგურდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ამგვარად, სირიის ჯარები „თავისუფალ სირიულ არმიასათან“ თურქეთთან შეთანხმებულ გამყოფ ხაზზე გამოვიდნენ.
„11 თებერვალს, ალეპოს პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით განხორციელებული შეტევისას რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მხარდაჭერით, სირიის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან დასახლებული პუნქტი ტადეფი გაათავისუფლეს, რომელიც ელ-ბაბის მისადგომებთან ბოევიკების ყველაზე გამაგრებული ფორპოსტს წარმოადგენდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, კონტროლს მთლიანად დაექვემდებარა ქალაქ რაკასაკენ მიმავალი გზა, რომლის საშუალებითაც იარაღით მარაგდებოდნენ იარაღით ქალაქ ელ-ბაბში მყოფი „ისლამური სახელმწიფოს“ ბანდფორმირებები.
საბრძოლო მოქმედებებისას განადგურდა ორი ტანკი, ოთხი ქვეითი საბრძოლო მანქანა, შვიდი ნაღმმტყორცნი, ექვსი „ჯიჰად-მობილი“ და მძიმე შეიარაღებით აღჭურვილი 18 ავტომობილი.
წლის დასაწყისიდან სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გათავისუფლებული დასახლებული პუნქტების რაოდენობამ 45-ს მიაღწია, ხოლო შერიგების პროცესში ჩართულების — 1228-ს.
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმთან მიერთების საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება შეიარაღებული ოპოზიციის რაზმებთან ალეპოს, დამასკოს, ჰამას, ჰომსის და ელ-კუნეიტრის პროვინციებში.