ასტანაში სირიის თაობაზე მოლაპარაკებებზე კიდევ ერთი პლენარული სხდომა გაიმართება

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიასტანის მოლაპარაკებები
ასტანის მოლაპარაკებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამასკისა და სირიის შეიარაღებული ოპოზიციის დელეგაციები ქვეყანაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სირიის თაობაზე მოლაპარაკებების მეორე დღეს კიდევ ერთი პლენარული სხდომა ჩატარდება, რომელიც წუხანდელი სხდომის ანალოგიური იქნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ერთ-ერთ დელეგაციაში წყაროზე დაყრდნობით.

„თითქმის ყველა ჩამოვიდა. ახლა სხვადასხვა შემადგენლობის სხვადასხვა დელეგაციებს შორის დისკუსიები მიმდინარეობს. შემაჯამებელი დოკუმენტის შეთანხმებაზე მუშაობენ. მერე კი პლენარული სხდომაა მოსალოდნელი“, — განუცხადა წყარომ სააგენტოს.

ის, რომ დღეს გუშინდელის მსგავსი პლენარული სხდომა გაიმართება, საინფორმაციო სააგენტოს კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა, ამჯერად სხვა დელეგაციიდან.

ასტანა - Sputnik საქართველო
ასტანაში სირიის საკითხებზე მოლაპარაკებები იწყება

გუშინ ყაზახეთის დედაქალაქში სირიის საკითხებზე კონსულტაციების პირველი პლენარული სხდომა გაიმართა, რომელშიც მოლაპარაკებების ყველა მხარე მონაწილეობდა და რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა.

დამასკისა და სირიის შეიარაღებული ოპოზიციის დელეგაციები ქვეყანაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველად მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას. თუმცა რეალურად მაინც ვერ მოხერხდა მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა — ცეცხლის შეწყვეტის გარანტორი ქვეყნების ჩაურევლად.

მიუხედავად ამისა, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ ლავრენტიევის თქმით, თავად ის ფაქტიც კი, რომ მხარეებმა „ერთმანეთს თვალებში შეხედეს, მისალმებასა და ერთმანეთის მიმართ ნათქვამ განცხადებებს მოუსმინეს და თავი შეიკავეს მკვეთრი ქმედებებისგან, უკვე არის დადებითი ნაბიჯი“.

ყველა ახალი ამბავი
0