ქობულეთში 40 წლის ქალის გაუპატიურება დეიდაშვილის შვილს ბრალდება

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როცა ოჯახის ახლობლებმა 26 წლის ახალგაზრდას კატეგორიულად მოსთხოვეს ქალის ცოლად შერთვა.

თბილისი, 11თებერვალი — Sputnik. ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელები".

გამოცემის ინფორმაციით, ქალი 26 წლის ნათესავმა ბიჭმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და ქობულეთში ერთ-ერთ საზაფხულო კოტეჯში მიიყვანა და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ქალი ფიზიკური დაზიანებებით  მეორე დღეს სახლში დააბრუნა. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში 10 წლის ბიჭი ბიძამ გააუპატიურა

პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როცა ოჯახის ახლობლებმა 26 წლის ახალგაზრდას კატეგორიულად მოსთხოვეს ქალის ცოლად შერთვა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალს, რომელმაც არც თვლა და არც საათის ცნობა არ იცის, სახლიდან გასვლამდე ვიღაც ბიჭი ტელეფონის საშუალებით გაეცნო და გარეთ გასვლა სთხოვა.

„ნათესავს დანაშაულის აღიარება მას შემდეგ მოუწია, როცა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა  თქვა, რომ, თურმე, ქალის ოჯახთან ახლოს გაჩერებული ტაქსი დაინახა და მანქანის ნომერიც ახსოვდა. ამის შემდეგ ქალის დეიდაშვილის შვილმა აღიარა, რომ მასთან ერთად ქალი რამდენიმე სხვა მამაკაცმაც გააუპატიურა. ეს ინფორმაცია ნათესევებს თავად ტაქსისი მძღოლმაც დაუდასტურა”, – განუცხადეს გამოცემას სოფელში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ქობულეთის პოლიციამ საქმე სსკ-ის 137-ე მუხლით აღძრა, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0