იუსტიციის სამინისტრო: აზერბაიჯანის „ღია მმართველობის“ წევრობა მნიშვნელოვანია

© AFP 2024 / ANDREJ ISAKOVICაზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო
აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უქმეებზე აზერბაიჯანს ორი ქართველი მინისტრი ეწვევა – შაბათს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი დაიწყება, ხოლო კვირას ბაქოში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩავა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც ბაქოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანს „ღია მმართველობის“ წევრობა 2016 წლის მაისში, კეიპტაუნში გამართულ გლობალურ სამიტზე შეუჩერეს. საქართველოს ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაუჭერია.

„საქართველოსთვის, როგორც „OGP“-ს თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სრულფასოვანი წევრობა დაიბრუნოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან და თავის კოლეგა ფიქრეთ მამედოვთან. იუსტიციის მინისტრი ეწვევა მილი მეჯლისს (პარლამენტს). თეა წულუკიანი ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის − ილჰამ ალიევის ხსოვნას.

Open Government Partnership - Sputnik საქართველო
საქართველო ღია მმართველობის გლობალურ სამიტში მონაწილეობს

ამასთან, 12 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში გეგმავს ჩასვლას. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე თავის კოლეგას შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

საქართველო OGP–ს თავმჯდომარე ქვეყანა 2017 წელს გახდება, ამიტომ მომავალ წელს სამიტი თბილისში გაიმართება.

OGP – საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაფუძნდა. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ს მონაწილე ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, უფრო გახსნილი იყვნენ მოქალაქეებისთვის, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები.

ორგანიზაციის შექმნაში რვა ქვეყანა მონაწილეობდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდონეზია, მექსიკა, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. OGP–ს პირველი სხდომა 2012 წლის აპრილში ბრაზილიაში გაიმართა. 2016 წლის იანვარის მდგომარეობით ორგანიზაციაში 69 წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0