გვიან ღამით ქობულეთში აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქების შედეგად დაიბზარა საცხოვრებელი სახლის კედლები.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი "საყოფაცხოვრებო სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

როგორც ადგლობრივები აცხადებენ, ძლიერი აფეთქების ხმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 22:00 საათზე გაისმა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიბზარა საცხოვრებელი სახლის კედლები.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
აფეთქება ვარკეთილში – დაშავდა ერთი ადამიანი

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო,  სამაშველო და  სასწრაფო დახმარების  სამსახურები.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის განადგურება-დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0