შსს-ს აკადემიაში დროებითი მოთავსების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი ჩატარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ერთ–ერთი განყოფილების შენობა თბილისში
პოლიციის ერთ–ერთი განყოფილების შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საბჭოს კონსულტანტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარეს.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. შსს-ს აკადემიაში ევროპის საბჭოს კონსულტანტებმა შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალს დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმების დასკვნის მომზადების შესახებ პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარეს, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ტრენინგის მიზანი იყო შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
აჭარაში პოლიციელებს ამერიკელმა სპეციალისტებმა ძალადობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარეს

ტრენინგის, რომელიც სამედიცინო მიმართულებით მომუშავე 32 თანამშრომლისთვის ჩატარდა, მთავარი მიმართულებები იყო სამედიცინო შემოწმების შედეგების ინტერპრეტაციისა და შესაბამისობის ხარისხის დადგენის საკითხები, დაზიანების ამოცნობისა და აღწერის ტექნიკა, სამედიცინო დასკვნის შევსებისა და ფოტოგრაფირების სპეციფიკა.

სწავლება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის — „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ — ფარგლებში გაიმართა.

სასწავლო კურსი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა უჩა პაპუაშვილმა გახსნეს.

ყველა ახალი ამბავი
0