აჭარაში პოლიციელებს ამერიკელმა სპეციალისტებმა ძალადობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარეს

© Sputnik / Alexander Imedashviliოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრენინგებს ახლდა პრაქტიკული ნაწილიც, რომლის დროსაც ამერიკელმა კოლეგებმა ოჯახში ძალადობის სიმულაციური ჩვენება წარმოადგინეს.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. შსს–ს აჭარის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს თემებზე „ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება“ და „ოჯახში ძალადობის გამოძიება“ ორი სასწავლო კურსი ჩაუტარდათ.

ტრენინგებს უძღვებოდნენ აშშ–ის ქალაქების, სიეტლისა და კოვინგტონის პოლიციის დეპარტამენტების პოლიციელები და დაზარალებულთა კოორდინატორები.

შსს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

სასწავლო კურსების დროს აშშ-ის სამართალდამცავი უწყებების მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს, მათ შორის, დაზარალებულთან ურთიერთობის, გამოკითხვის ტექნიკის, ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და პოლიციელის პირადი უსაფრთხოების უნარების შესახებ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ტრენინგებს ახლდა პრაქტიკული ნაწილიც, რომლის დროს ამერიკელმა კოლეგებმა ოჯახში ძალადობის სიმულაციური ჩვენება წარმოადგინეს და მასზე რეაგირების პრაქტიკულ მეთოდებზე ისაუბრეს.

სასწავლო კურსი აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0