საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპის ადმინისტრაციას ეცნობა

© МИД Грузии მიხეილ ჯანელიძე და მაიკლ ფლინი
მიხეილ ჯანელიძე და მაიკლ ფლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ში უშიშროებისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას ქვეყნის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სენატორებთან შეხვედრებს მართავს.

ეს ჯანელიძის პირველი ვიზიტია აშშ-ში 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ამოქმედების შემდეგ, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მასალებში.

მიხეილ ჯანელიძე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უშიშროების საკითხებში მაიკლ ფლინსა და სენატის წარმომადგენლებს — სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს, ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ კოკრანს, უმრავლესობის ლიდერს მიჩ მაკკონელის და სენატორ ბენ კარდინს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი: გამოკითხვები, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებას ნეგატიურად აფასებს, დეზინფორმაციაა

შეხვედრებზე გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სწრაფვის მტკიცე მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე განაცხადეს უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მზადყოფნის შესახებ.

„ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ნამდვილად ძალიან აქტიურ ფაზაში და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა მიმართულებით, რომელიც განსაზღვრულია ქარტიით და ორმხრივი დღის წესრიგით. ეს არის როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ხალხთაშორისი ურთიერთობები“, — განაცხადა ჯანელიძემ.

ვიზიტის პერიოდში ასევე დაგეგმილია ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი აშშ-ში 10 თებერვალს დასრულდება.

საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლების სფეროებში.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელი 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში მოეწერა. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით.

დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0