მამაკაცმა თურქეთიდან საქართველოში იარაღი უკანონოდ გადმოიტანა

© photo: Sputnik / Ilya Pitalevდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა საქართველოში კონტრაბანდული გზით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღი შემოიტანა.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მამაკაცს, რომელმაც საქართველოში სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით თურქეთიდან უკანონოდ შემოიტანა იარაღის არსენალი, პატიმრობა ემუქრება, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

საქმის მასალების თანახმად, მამაკაცმა ხუთშაბათს საქართველო-თურქეთის საზღვარი IVECO-ს მარკის ავტომობილით გადმოკვეთა, რომელშიც იარაღი ჰქონდა შენახული, რის შეასხებაც ინფორმაცია საბაჟოს თანამშრომლებს არ მიაწოდა.

საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 214-ე მუხლით აღიძრა, რაც ხუთიდან რვა  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0