„Sputnik-საქართველო“ ონლაინ-რეჟიმში აჩვენებს რუსულ შოუს Ты супер!

© Sputnik / Levan Avlabreliნანა ვარძელაშვილი
ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ 11 თებერვლიდან ტელეარხ НТВ-ს საერთაშორისო საბავშვო ვოკალური კონკურსის Ты супер! პირდაპირ ტრანსლაციას იწყებს.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ საკუთარ რესურსებზე ტელეარხ НТВ-ს საერთაშორისო საბავშვო ვოკალური კონკურსის Ты супер! პირდაპირი ეთერის ტრანსლაციას იწყებს. ტრანსლაცია 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და ყოველდღე გადაიცემა Sputnik-ის პორტალებზე დსთ-ის სივრცეში, ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოში.

შოუს პირველი მონაწილეები ევრაზიის ქვეყნებიდან იქნებიან ყაზახი, სომეხი და მოლდოველი მომღერლები ვლადიმირ სარაფუტდინოვი, ანგელინა პაპიკიანი და ანა ერხანი.

ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან

იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობენ და ემზადებიან კონკურსისთვის ნორჩი კონკურსანტები, შესაძლებელია Sputnik-ის ვებ-გვერდებსა და სოციალური ქსელების პროფილურ რუბრიკებში.

Sputnik-ის სოციალურ ქსელებში მომხმარებელს შეუძლია მხარი დაუჭიროს შოუს მონაწილეებს, წარმატება და გამარჯვება უსურვოს მათ. სამშობლოში დაბრუნებულ ნიჭიერ ბავშვებს Sputnik-ი მათ მიმართ გამოთქმულ ყველაზე გამორჩეულ გამოხმაურებებს გააცნობს. 

სატელევიზიო შოუს Ты супер! კონკურსანტებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაში შედიან რუსეთის წამყვანი მუსიკოსები და პროდიუსერები. მათ შორის არიან: არაორდინალური იოლკა, სტას პიეხა, ვიქტორ დრობიში და მარგარიტა სუხანკინა. პროექტის წამყვანია ვადიმ ტაკმენიოვი.

კონკურსის Ты Супер! ჟიური
კონკურსის Ты Супер! ჟიური - Sputnik საქართველო
კონკურსის Ты Супер! ჟიური

კონკურსი Ты супер! რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

*პროექტი Ты супер! — ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტია, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს თავის წარმოჩენისა და დიდ სცენაზე დამკვიდრების შანსს აძლევს. კონკურსში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ესტონეთის 92 ვოკალისტი მონაწილეობს.

НТВ – რუსეთის უმსხვილესი არასახელმწიფო ტელეკომპანია, რომელიც ფედერალურ მაუწყებლობას ახორციელებს. ეთერში პირველად 1993 წელს გავიდა და მას შემდეგ სტაბილურად შედის რუსეთის ტელებაზრის ლიდერთა სამეულში. НТВ რუსეთის ყველა სუბიექტში გადაიცემა და მოსახლეობის 99,2%-ს მოიცავს.

Sputnik საქართველო — (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს.

Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0