დუბაისა და ბათუმს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიFlydubai
Flydubai - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და „ტავ ჯორჯია ბათუმთან“ ნებართვისა და ფრენების განრიგის განსაზღვრისთვის ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. რეგულარულ რეისებს მარშრუტით დუბაი-ბათუმი-დუბაი Flydubai განახორციელებს — დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოში 2017 წლის 22 ივნისიდან ახალი მიმართულების დამატებას გეგმავს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სააგენტოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, ავიარეისები „ბოინგ 737-800“-ით განხორციელდება კვირაში სამჯერ — სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

Royal Falcon Airlines - Sputnik საქართველო
იორდანული ავიაკომპანია საქართველოში ფრენების დაწყებას გეგმავს

Flydubai ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და სტაბილურად ოპერირებს საჰაერო ხაზზე დუბაი-თბილისი-დუბაი. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიის წილმა ქართულ ავიაბაზარზე მგზავრების გადაყვანის მხრივ 6% შეადგინა.

ქართულ ავიაბაზარზე სულ 33 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენენ მსოფლიოს 20 ქვეყანაში 46 მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტებით 2016 წელს 2,84 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2015 წლის მონაცემზე 26%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0