თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ სეზონისწინა მეორე შეკრებას ისევ თურქეთში გამართავს, იუწყება გუნდის პრეს-სამსახური.
11 თებერვლიდან 1 მარტამდე ქართველი ფეხბურთელები თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში ივარჯიშებენ. ამ პერიოდში დინამოელები ოთხ ტესტ–მატჩს შემდეგ კლუბებთან ითამაშებენ: „ვოლინ“ (ლუცკი), ოლიმპიკი“ (დონეცკი), „ბატე“ (ბორისოვი) და „არსენალი“ (ტულა).
კლუბმა პირველი სეზონისწინა შეკრებაც თურქეთში გაატარა და ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა: სლოვაკურ „ჟილინასთან“ (1:1), მაკედონიის „სილექსთან“ (0:0), ანგარიშით 4:2 მოუგეს „დნეპრს“ (დნეპროპეტროვსკი) და ოდესის „ჩერნომორეცს“ ანგარიშით 1:2 დაუთმეს.
2016 წლის საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით თბილისის „დინამომ“ მეოთხე ადგილი დაიკავა.