თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის დინამომ, რომელიც თურქეთში წინასეზონური მზადებისთვის იმყოფება, უკრაინულ „დნეპრს“ 4:2 მოუგო, იუწყება ქართული გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი.
მატჩში დუბლი გააფორმეს საბა ლობჟანიძემ და ბაჩანა არაბულმა.
რამდენიმე დღის წინ გამართულ ტესტ–მატჩში თბილისის „დინამოელებმა“ სლოვაკეთის „ჟილინასთან“ მატჩი ფრედ – 1:1 დაამთავრეს.
ქართული კლუბის თურქეთში შეკრება 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიაჩესლავ გროზნის ფეხბურთელები კიდევ ორ მატჩს გამართავენ – მაკედონიის „სილეკსისა“ და ოდესის „ჩერნომორეცის“ წინააღმდეგ.