მაღლაფერიძის გეგმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმები

© photo: Sputnikსაზმაუს გადასაადგილებელი სადგური
საზმაუს გადასაადგილებელი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამეურვეო საბჭოსთან თავისი გეგმები განიხილა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, ერთი კვირის ვადაში ახალ მენეჯმენტს წარუდგენს საზმაუს მუშაობის შეფასების კრიტერიუმებს, თქვა საზმაუს ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ. 

ხუთშაბათს საზმაუს სამეურვეო საბჭო ტელევიზიის ახალ გენერალურ დირექტორს პირველად შეხვდა მას მერე, რაც მაღლაფერიძემ მაუწყებლის განვითარების 2017-2019 წლების გეგმა წარმოადგინა. 

მაღლაფერის წინადადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა შეჩერდეს ყველა ტელეგადაცემა, საინფორმაციო გამოშვებების გარდა და ამ გზით დაზოგილი თანხა მოხმარდეს ტელევიზიის სრულ გადაიარაღებას. 

„გამოითქვა მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა ფასდებოდეს მხოლოდ რეიტინგებით და უნდა ფასდებოდეს კიდევ სხვა დამატებითი კრიტერიუმით ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეფასდეს განსხვავებულად, ვიდრე სხვა რომელიმე ტელევიზია. მაგრამ აქვე ითქვა ისიც, რომ აქამდე ასეთი კრიტერიუმი არ შემუშავებულა. სამეურვეო საბჭომ აიღო ვალდებულება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ ერთი კვირის თავზე, ხუთშაბათს ის მოიტანს იმ ვარიანტს, თუ როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ანუ, რეტინიგი და კიდევ ორი, სამი, ოთხი კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები”, — განუცხადა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს. 

საზმაუ-ს გადამღები სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებების მოხარულია

საზმაუს განვითარების ალტერნატიულ გეგმაზე პარალელურად საინიციატივო ჯგუფი მუშაობს, რომლის შემადგენლობაში ტელევიზიის თანამშრომლები არიან. ისინი აპირებენ თავისი წინადადებებიც წარუდგინონ სამეურვეო საბჭოს და ითხოვენ, რომ მანამდე არ განიხილონ მაღლაფერიძის გეგმა. 

მაღლაფერიძის გეგმის თანახმად, ოპტიმიზაციის შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გამოთავისუფლდება 15 მილიონი ლარი. 

2017-2019 წლებში დაგეგმილი საზმაუს გადაიარაღებისათვის, 45 მილიონი ლარია საჭირო. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნას. მან დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, მოსახლეობის ინტერესებს პასუხობდეს.  

 

ყველა ახალი ამბავი
0