თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის კალენდარი წარადგინა, იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
საქართველოს ჩემპიონატის „უმაღლეს ლიგაში“ მონაწილეობას 10 კლუბი მიიღებს. ისინი ერთმანეთს 4 წრეში დაუპირისპირდებიან. თითოეული გუნდი ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდება — ორჯერ სახლში და ორჯერ გასვლით თამაშში.
2017 წლის საქართველოს ჩემპიონატი სტარტს 4 მარტს აიღებს და 26 ნოემბერს დასრულდება. ამის შემდეგ ჩატარდება პლეი–ოფის მატჩები, რომლებიც უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპის ლიგის მონაწილეებს გამოავლენს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონია „სამტრედია“.
უმაღლესი ლიგის კლუბები:
„დინამო“ (თბილისი)
„დინამო“ (ბათუმი)
„სამტრედია“
„შუქურა“ (ქობულეთი)
„ჩიხურა“ (საჩხერე)
„დილა“ (გორი)
„ლოკომოტივი“ (თბილისი)
„კოლხეთი“ (ფოთი)
„საბურთალო“ (თბილისი)
„ტორპედო“ (ქუთაისი)