საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა

© FB / Georgian Football Federationსაფეხბურთო კლუბი "სამტრედია"
საფეხბურთო კლუბი სამტრედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთში დეკემბერში გაირკვა და არა მაისში - ქვეყანაში ჩემპიონატის ახალი რეგლამენტი მოქმედებს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“, თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად, საქართველოს ჩემპიონი გახდა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

საქართველოს ჩემპიონატის ახალი რეგლამენტი წელს მიიღეს. ეროვნულ პირველობაში მონაწილეობდა ორ ჯგუფად დაყოფილი 14 გუნდი. თითოეულ ჯგუფში გამარჯვებული გადიოდა ე.წ. სუპერ-ფინალში, სადაც თამაშდებოდა ჩემპიონატის ოქროს მედლები. სავარაუდოდ, მომავალ წელს საქართველოს ჩემპიონატი კვლავ შეიცვლება, თუმცა ჯერ უცნობია, რა ფორმატით ჩატარდება ის 2017-2018 წლებში.

ქუთაისის ტორპედო საქართველოს თასის მფლობელი გახდა - Sputnik საქართველო
ქუთაისის „ტორპედო“ ფეხბურთში საქართველოს თასის მფლობელია

ფინალურ მატჩში „სამტრედია“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის შედეგით (4:2) გამარჯვება „სამტრედიას“ დარჩა. თამაში თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა.

მესამე ადგილზე ბათუმის „დინამო“ გავიდა.

ამგვარად, განისაზღვრა ყველა კლუბი, რომლებიც შემდეგ სეზონზე საქართველოს უეფას ტურნირებზე წარადგენენ. „სამტრედია“ ითამაშებს უეფას ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში, ხოლო „ჩიხურა“, ბათუმის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო (როგორც საქართველოს თასის მფლობელი) უეფას ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში გამოვლენ.

ყველა ახალი ამბავი
0