თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ფეხბურთში საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ქუთაისის „ტორპედომ“ მარტვილის „მერანს“ სძლია ანგარიშით 2:1 და 2001 წლიდან პირველად დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა. მატჩი ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა.
© FB / GEORGIAN FOOTBALL FEDERATIONქუთაისის "ტორპედო" და მარტვილის "მერანი" საქართველოს საფეხბურთო თასის ფინალში
ქუთაისის "ტორპედო" და მარტვილის "მერანი" საქართველოს საფეხბურთო თასის ფინალში
მატჩში გოლები გაიტანეს „ტორპედოელებმა“ შოთა ბაბუნაშვილმა და ბექა ტუღუშმა, ხოლო „მერანიდან“ — ნიკა საბანაძემ.
თასის მოპოვების წყალობით „ტორპედო“ მომავალ სეზონში ქვეყანას უეფას ევროპის ლიგაში წარადგენს.