თურქეთის გენშტაბი: რუსეთის საჰაერო ძალების დარტყმისას სამი თურქი სამხედრო დაიღუპა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო ავიაცია
სამხედრო ავიაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ბომბდამშენები ქალაქ ელ–ბაბის რაიონში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების პოზიციების განადგურების საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ და შემთხვევით ააფეთქეს ის შენობა, რომელშიც თურქი სამხედროები იმყოფებოდნენ

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის საჰაერო–კოსმოსური ძალების გაუთვალისწინებელი ავიადარტყმის დროს, სამი სამხედრო დაუღუპა, 11 კი დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით.

„რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ავიადარტყმების დროს შემთხვევით ააფეთქეს შენობა, რომელშიც თურქი სამხედროები იმყოფებოდნენ და ოპერაციაში „ევფრატეს ფარი“ მონაწილეობდნენ. შედეგად სამი ჩვენი მებრძოლი დაიღუპა, 11 დაჭრილია, მათ შორის ერთი მძიმედ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამასთან დაკავშირებით ჩვენს პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს სამძიმარი გამოუცხადა“, — ნათქვამია თურქეთის სამხედრო უწყების განცხადებაში.

იუწყებიან ასევე, რომ რუსული და თურქული მხარე მომხდარის ერთობლივ გამოძიებას ჩაატარებენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ვლადიმირ პუტინმა თავის თურქ კოლეგას  რეჯეფ თაიიფ ერდოღანს სირიის ქალაქ ელ–ბაბის რაიონში რამდენიმე თურქი სამხედროს დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
რა მიზეზით მიემგზავრება ერდოღანი მოსკოვში: ექსპერტების მოსაზრებები

ხუთშაბათს პუტინს ერდოღანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომლის დროს მხარეებმა სირიის პრობლემები განიხილეს.

თავის მხრივ, რუსეთისა და თურქეთის გენერალური შტაბების უფროსები სირიაში ერთობლივი მოქმედებების უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე და ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

„რუსეთის ბომბდამშენები ქალაქ ელ–ბაბის რაიონში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების პოზიციების განადგურების საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ. გენერალური შტაბების უფროსები ერთობლივი მოქმედებების უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე და ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

გასული წლის აგვისტოში თურქეთის ჯარმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაცია „ევფრატეს ფარი“ დაიწყო, სირიის ოპოზიციის მონაწილეობით სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ჯარაბლუსი აიღო და ამჟამად ქალაქ ელ–ბაბიზე შეტევას ახორციელებს.

ადრე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აცხდებდა, რომ ოპერაციის მიზანია 5000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის ტერორისტებისგან გაწმენდა და მასზე ლტოლვილთა განთავსებისთვის უსაფრთხოების ზონის შექმნა.


ყველა ახალი ამბავი
0