საქართველოს პირველი ლედი თბილისში ქართულ–ირანულ საბავშვო გამოფენას ეწვია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა, რომელიც ქართულ–ირანული ურთიერთობების განვითარებას ისახავს მიზნად, თბილისში უკვე მერვედ ტარდება.

თბილისი, 9 თებერვალი —Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა ქართველი და ირანელი მოსწავლეების ნახატების გამოფენას ეწვია, რომელიც თბილისში ელენე ახვლედიანის სახლ–მუზეუმში (ბავშვთა სურათების გალერეაში) ტარდება.

ბავშვებმა მოამზადეს ნამუშევრები მხატვრული კონკურსისთვის, რომელიც ირანში ისლამური რევოლუციის 38–ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებაში ქართული სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსზე საკუთარი ნამუშევრები ირანელმა მოსწავლეებმაც გამოგზავნეს.

ქართული მხრიდან კონკურსის გამარჯვებული გახდნენ საქართველოს ოთხი სკოლის მოსწავლეები.

ნანა ბუთხუზი - Sputnik საქართველო
ქართველი მსახიობი ირანში ფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა

„გამოფენა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ემსახურება მეგობრობას, თან ბავშვობიდან ეცნობიან ამ კულტურას, რომელიც უმდიდრესი და ძალიან საინტერესოა ზუსტად შემოქმედებითი თვალსაზრისით“, —განუცხადა ჟურნალისტებს პირველმა ლედიმ.

კონკურსის მნიშვნელობას, რომელიც უკვე მერვედ ტარდება, ხაზი გაუსვა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმაც.

„მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ტალანტების აღმოჩენას უწყობენ ხელს. თვითონ გამოფენა კი ჩვენი ქვეყნების — საქართველოს და ირანის კულტურას ნათლად წარმოაჩენს“, — აღნიშნა მოჯთაბა ქამრან ფარდიმ.


ყველა ახალი ამბავი
0