საქართველოში ოთხ პირს ბრალად ბრაკონიერობა ედება

© courtesy of Kolkheti National Parkკოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოლხეთის ეროვნული პარკის მახლობლად ბრაკონიერები იხვებზე ე.წ.მანოკის (ელექტრონული ხმოვანი ხელსაწყოს) გამოყენებით ნადირობდნენ.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოთხკაციანი მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში უკანონო ნადირობით იყო დაკავებული, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მონადირეები ზურაბ ლექვინაძე, ნოე ჯიმშელეიშვილი, მამუკა საღარეიშვილი და ზაზა ჭეიშვილი, პალიასტომის ტბაზე მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდნენ და ე.წ. მანოკის გამოყენებით იხვებზე ნადირობდნენ. სამართალდამცავებმა მოტორიანი ნავიდან 4 ერთეული თოფი, 10 მოკლული იხვი, 14 ერთეული ფიტული ამოიღეს და შესაბამისი ოქმი შეადგინეს.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შესაბამის ორგანოებს.

შველი ტყეში - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ერთი შველი მოკლეს

იანვრის ბოლოდან ეს უკანონო ნადირობის უკვე მეოთხე დაფიქსირებული შემთხვევაა. პირველ სამ შემთხვევაში ბოროტმოქმედებმა რამდენიმე შველი მოკლეს.

საქართველოში ფრინველებზე ნადირობა დაშვებულია 20 აგვისტოდან 1 მარტამდე. ამისათვის საჭიროა მოსაკრებლის გადახდა, რომლის ღირებულებაც 10 ლარია, ასევე მონადირემ უნდა იქონიოს სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში, ასევე აღნიშნული ზონებიდან 500 მეტრში, ნადირობა კატეგორიულად აკრძალულია.

საქართველოში მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობა ისჯება ჯარიმით 100-დან 500 ლარამდე, სანადირო თოფის შენახვის წესების დარღვევა კი — 80 ლარით.

 

ყველა ახალი ამბავი
0