საქართველოში კიდევ ერთი შველი მოკლეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიშველი ტყეში
შველი ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5000 ლარად შეაფასეს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 პირი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

უწყების მონაცემებით, ბრაკონიერებმა უკანონო ნადირობისას მოკლეს შველი, შემდეგ კი დაანაწევრეს ის. ყველა მათგანი აღიარებს ჩადენილს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმი შეადგინეს, რომლის თანახმად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 5000 ლარი შეადგინა.

ირაკლი შავგულიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს წითელი წიგნი: გარემოს დღევანდელი პრობლემები

ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

ორი დღის წინ ბრაკონიერებმა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში შველი დაჭრეს. რეინჯერებმა მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მაგრამ ცხოველი მაინც დაიღუპა. ბრაკონიერების დაკავება ვერ მოხერხდა.

საქართველოში ცხოველებზე ინდივიდუალური ნადირობა აკრძალულია. ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ სამონადირეო მეურნეობებში, რომლის ლიცენზიას გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს.

 

ყველა ახალი ამბავი
0