საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ მოქმედებაზე წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშიზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შესახებ იმსჯელეს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს, იუწყება გაზეთი Коммерсантъ.

„ჩვენ გრიგორი კარასინთან ერთად პატარა ნაბიჯებით მოქმედება გადავწყვიტეთ“, — განაცხადა აბაშიძემ მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, მხარეებმა გადაწყვიტეს მხოლოდ იმ საკითხების განხილვა, რომელთა გადაწყვეტა, პრინციპში, შესაძლებელია „წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე“. მოსკოვისა და თბილისისთვის ესაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსი, ასევე ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარების ყოფნა.

დატოვეს რა კონსულტაციების ფარგლებს მიღმა მწვავე პოლიტიკური უთანხმოებები, მოლაპარაკებების მონაწილეებმა შეძლეს სერიოზული პროგრესის მიღწევა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

„გადავწყვიტეთ 2011 წლის შეთანხმების ამოქმედება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას აძლევს“, — აღნიშნა აბაშიძემ.

ყაზბეგი - Sputnik საქართველო
საქართველო და რუსეთი სსპ „ყაზბეგის“ და „ზემო ლარსის“ მოდერნიზაციას გააგრძელებენ

საუბარია 2011 წლის 9 ნოემბრის „შეთანხმებაზე რუსეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ“.

შეთანხმება გაფორმდა რუსეთის ვმო-ში (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) შესვლის თაობაზე რთული მოლაპარაკებების შედეგად. მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ მოხსნა ვეტო რუსეთის ორგანიზაციაში შესვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და აღნიშნავენ მას.

ასეთი სისტემა მხარეებს საშუალებას მისცემდა, გვერდი აევლოთ საზღვარზე ტვირთების გაფორმების მგრძნობიარე საკითხისთვის, ასევე აემოქმედებინათ ავტომაგისტრალი ცხინვალის რეგიონის გავლით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რადგან ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა უამინდობის გამო ხშირად იკეტება.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინმა ქართველი სამხედრო პირის ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

2011 წელს მოლაპარაკებებზე შუამავალი რუსეთსა და საქართველოს შორის შვეიცარიის ხელისუფლება იყო. ისინი გამოვიდნენ წინადადებით, შექმნილიყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრებზე საქონლის მოძრაობისთვის თვალის მიდევნების ელექტრონული სისტემა. ასეთი ვარიანტი საშუალებას იძლეოდა, მოსკოვის მიერ ამ ოპერაციების სტატუსის განსაზღვრას – როგორც რუსულ-ქართული ვაჭრობა, ფორმალური აღიარების გარეშე, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს ნაწილად ფორმალური აღიარების გარეშე. შეთანხმება დღემდე არ განხორციელებულა. ამჟამად კი მხარეებმა კვლავ გადაწყვიტეს დაბრუნებოდნენ 2011 წელს მიღწეულ შეთანხმებას.

როგორც კარასინმა განმარტა, საუბარია სამი დერეფნის ამოქმედებაზე. ერთი იწყება სოჭთან ახლოს, გადის აფხაზეთს და ზუგდიდში მთავრდება. მეორე დერეფანი იწყება ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნართან, გადის ცხინვალის რეგიონს და მთავრდება გორში, ხოლო მესამე ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან არის განთავსებული. საბაჟო პუნქტების ოპერატორის როლს, თბილისისა და მოსკოვის შეთანხმებით, შვეიცარიული კომპანია SGS განახორციელებს.

მაღალი რანგის რუსი დიპლომატის განცხადებით, შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენლები მოსკოვსა და თბილისს მარტის ბოლოს ეწვევიან და დარჩენილ გადაუჭრელ საკითხებს განიხილავენ. მხარეებმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულად სად იქნება განთავსებული საბაჟო პუნქტები. ამის შემდეგ რუსეთი და საქართველო ხელს მოაწერენ შეთანხმებას SGS-თან.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„მზად ვართ ეს გავაკეთოთ. მიღწეულია სერიოზული პროგრესი პრაქტიკულ სფეროში. ახლა განვაგრძობთ მოძრაობას, რომ ეს ყველაფერი ამუშავდეს“, — განუცხადა „Ъ“-ს („კომერსანტს“) გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, პრაღაში მოლაპარაკებების დროს საუბარი ასევე შეეხო ზემო ლარსთან მისასვლელი გზების მოდერნიზაციას. კონსულტაციებში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები. „ჩვენ მზად ვართ, გარკვეული ხარჯები გავწიოთ (გზის მოდერნიზებაზე)“, — აღნიშნა კარასინმა.

გრიგორი კარასინმა დაამატა, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზებაში დაინტერესებული არიან არა მხოლოდ რუსეთი და საქართველო, არამედ სომხეთიც.

„როგორც კი ყველა დანარჩენ საკითხს გადავწყვეტთ, მაშინვე დავიწყებთ რეალიზებას. დარჩა ბოლო, ყველაზე რთული ნაბიჯის გადადგმა“, — განაცხადა მან.

ყველა ახალი ამბავი
0