დეპუტატობიდან მოსამართლეობამდე: კობახიძე ახალ ამპლუაში

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиმანანა კობახიძე
მანანა კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია და პარალელურად სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტიის დეპუტატი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 

აღნიშნულ თანამდებობაზე კობახიძის კანდიდატურას 150-დან 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„ვულოცავ ქალბატონ მანანა კობახიძეს ამ თანამდებობაზე არჩევას და ამ საპატიო თანამდებობაზე წარმატებულ მოღვაწეობას ვუსურვებ“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ. 

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
სიახლე საქართველოს სასამართლოებში: საქმეებს კომპიუტერი გაანაწილებს

დეპუტატებმა ასევე კენჭი უყარეს მანანა კობახიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. მის ადგილს საკანონმდებლო ორგანოში ანრი ოხანაშვილი დაიკავებს, რომელიც პარლამენტის აპარატის უფროსია.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის თანახმად, მანანა კობახიძემ ახლო მომავალში უნდა დატოვოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ რიგები.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც პარლამენტის კვოტით დანიშნული სამი მოსამართლიდან ერთ-ერთს — კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გაუვიდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლითაა დაკომპლექტებული. მათგან სამს საქართველოს პარლამენტი, სამს — პრეზიდენტი, სამს კი უზენაესი სასამართლოს პლენუმი ნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0