მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა

© courtesy of Goderdziკურორტი გოდერძი
კურორტი გოდერძი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალმთიან აჭარაში საოჯახო ტიპის სასტუმროების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. 2016 წელს მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 107%-ით გაიზარდა.

გასულ წელს მაღალმთიანი აჭარის კურორტებს 5 513 ვიზიტორი სტუმრობდა. ტურისტებსა და ვიზიტორებს შორის წლის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ტურისტული მარშრუტები: მაჭახელა (+244%), ხიხანი (+113%) და ქედა (+99%), რაც საოჯახო ტიპის სასტუმროებში ვიზიტორების რაოდენობაზე აისახა, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესტია, სვანეთი - Sputnik საქართველო
მაღალმთიანი რეგიონების განვითარები შესახებ კანონი აქტიურ ფაზაშია

მითითებულ მარშრუტებზე გაიზარდა საოჯახო ტიპის სასტუმროების რიცხვი. 2016 წელს ტურისტებსა და ვიზიტორებს 250 ობიექტი ემსახურებოდა, რაც 33%-ით მეტია 2015 წლის მონაცემთან შედარებით.

გარდა ამისა, 52%-ით გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებში ვიზიტორების რაოდენობა, რამაც წლის განმავლობაში 13 628 ადამიანი შეადგინა.

აჭარაში 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრია გახსნილი, სადაც ტურისტებსა და ვიზიტორებს შეუძლიათ არსებულ ტურისტული სერვისების, ადგილებისა და პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. გარდა ამისა, იქვე შესაძლებელია ადგილობრივი პროდუქციისა და სუვენირების შეძენა.

საინფორმაციო ცენტრები მდებარეობს როგორც ბათუმში, ისე აჭარის ყველა რაიონში. 2017 წელს დაგეგმილია ცენტრების მომსახურების განვითარება და მოდერნიზაცია.

ყველა ახალი ამბავი
0