მაღალმთიანი რეგიონების განვითარები შესახებ კანონი აქტიურ ფაზაშია

© photo: Sputnik / Besik Pipiyaმესტია, სვანეთი
მესტია, სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კანონით დაწესებული შეღავათებით სვანეთის მოსახლეობა უკვე აქტიურად სარგებლობს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. 2016 წლიდან ამოქმედებული კანონის შესაბამისად შემოღებული ცვლილებები დადებითად აისახა სვანეთის  მაცხოვრებელთა მდგომარეობაზე.  საქართველოს  კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“  გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის.

საკანონმდებლო  ცვლილება პირდაპირ შეეხო, როგორც ზემო, ასევე ქვემო სვანეთს. კერძოდ, ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც 17 ტერიტორიულ ერთეულსა  და 160 —ზე მეტ  სოფელს მოიცავს, ბოლო პერიოდში ადგილობრივები თავიანთ მიტოვებულ  კარ-მიდამოებს უბრუნდებიან. ახალი  კანონის  შესაბამისად მათთვის მინიჭებულმა სტატუსმა მათი მხრიდან უკვე მიიღო  დადებითი შეფასება. 

„პენსიონერი ქალი ვარ, ომის ვეტერანი, მთავრობა თუ ჩვენს სასიკეთოდ რამეს გააკეთებს, მადლობის მეტი რა გვეთქმის. ის 35 ლარი, რომელიც სექტემბრიდან მოგვემატება, შეიძლება, ერთი შეხედვით, დიდი არაფერი შეღავათია, მაგრამ წამლებისთვის მაინც სამყოფია“,  - განაცხადა „Sputnik“- თან საუბარში  ქალბატონმა, მესტიის რაიონის სოფელ მულახის მკვიდრმა.

სვანეთი - Sputnik საქართველო
მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას პენსიები გაეზარდა

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნავენ, რომ ყველაზე მაღალი მომართვიანობა სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით აგვისტოს თვეში დაფიქსირდა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო  ამ პროცესში და იმედიანად არის განწყობილი კანონის მოქმედების შედეგების მიმართ.

„პირველადი რეგისტრაციით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად  მაცხოვრებელი პირის სტატუსი მესტიის მუნიციპლიტეტში 5 728 პირს ავტომატურად მიენიჭა — ექიმებს, ექთნებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ მოქალაქეებს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში 200-ზე მეტი განაცხადია შემოსული.  მომართვიანობის ავტორები, ძირითადად, პენსიონერები არიან.  მათ, ვისაც ავტომატურად არ მიენიჭა სტატუსი, ინდივიდუალური განაცხადის შემოტანა უწევთ. შემდეგ ამ განაცხადის გატანა ხდება სხდომაზე და რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში მისი დამტკიცება, ხოლო პენსიონერები  20%  ანუ 35 ლარით  გაზრდილ  პენსიას უკვე სექტემბრიდან აიღებენ“, — აღნიშნა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის  წარმომადგენელმა ხატია წიკლაურმა. მისივე თქმით,  უკვე  საკმაოდ ბევრი ახალშობილი ბავშვი სარგებლობს ამ სტატუსით და მათი მშობლები იღებენ შესაბამის ფულად დახმარებას. კერძოდ, პირველ შვილზე დაწესებულია 300 ლარი, მეორეზე — 200 და მესამეზე — 100 ლარი.

საქართველოს მთავრობამ, აღნიშნული სტატუსი ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე და მის ქვევით მდებარე დასახლებებსაც მიანიჭა. აღნიშნული კანონით უკვე სარგებლობენ: ხევში, პანკისის ხეობაში, მაღალმთიან აჭარაში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთისა  და ქვემო სავნეთის სოფლებში, ასევე  რაჭასა და ლეჩხუმში.

სოფიო კაკაჩია

 

ყველა ახალი ამბავი
0