მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას პენსიები გაეზარდა

გამოწერა
საქართველოს კანონის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ თანახმად, მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელიც სოციალური შეღავათებით სარგებლობს, დანამატები გაეზარდათ.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 1 სექტემბრიდან მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პენსიონერები 20%-ით გაზრდილ პენსიას — 216 ლარს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ.

მთიანი რეგიონები - Sputnik საქართველო
ამოქმედდა სოციალური შეღავათები საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის

პენსიის გაზრდა საქართველოს კანონის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

20%-ით გაიზარდა ასევე იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობენ. ისინი, 180-ის ნაცვლად, ასევე 216 ლარს მიიღებენ.

მარჩენალგარეშე დარჩენილი, ან პოლიტიკური მოტივებით რეპრესირებული ოჯახები 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ.

2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს მაღალმთიანეთში 52 ათასი პენსიონერი და სოციალური დახმარების მიმღები პირი ცხოვრობს. დანამატების გაცემისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სექტემბერში 1 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყოფა.

დანამატს უკვე მიიღებს მაღალმთიან რაიონებში მომუშავე დაახლოებით 500 ექიმი და მედდა — 360 ლარს ექიმი და 180 ლარს — მედდა.

ამჟამად სოფლის ექიმის ხელფასი 650 ლარს შეადგენს, ხოლო მედდის — 455 ლარს.

ყველა ახალი ამბავი
0