ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები სომხეთის მიმართულებით

გამოწერა
საქართველო-სომხეთის საზღვრამდე მისვლა შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს რიგ მაგისტრალებზე, მათ შორის საქართველოს-სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, შეზღუდვები მოქმედებს, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანია გაზპრომის სტენდი - Sputnik საქართველო
სომხეთს საქართველოს გავლით 2–2,2 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება

სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის 110–146-ე კმ მონაკვეთზე.

გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს დასავლეთ საქართველოში. ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-72-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 71-188-ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0