თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

გამოწერა
საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საგანმანათლებლო პროგრამებს მსოფლიოს 100-მდე უნივერსიტეტი წარმოადგენს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში „ექსპო-ჯორჯია“ განათლების მეშვიდე საერთაშორისო გამოფენა 16-17 თებერვალს გაიხსნება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 100-მდე უნივერსიტეტი. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ.

თბილისის პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
საქართველოში 2017 წელი განათლების წლად გამოცხადდა

„ეს რეგიონში განათლების სფეროში გამართული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მრავალმხრივი, მრავალრიცხოვანი, საინფორმაციო და პოპულარული ღონისძიებაა“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

„ექსპო-ჯორჯიაში“ წარმოდგენილი იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტების გაცვლით სასწავლო პროგრამებს. ღონისძიების სტუმრები ასევე შეძლებენ მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია საზაფხულო სკოლების, საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების, უცხოეთში მოგზაურობისა და მუშაობის შესახებ.

განათლების საერთაშორისო გამოფენა — ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი „ექსპო–ჯორჯია“ მასპინძლობს. 2016 წელს გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 114 საგანმანათლებლო ორგანიზაცია და 15 პროგრამა იყო წარმოდგენილი. გამოფენა საქართველოს განათლების სფეროში ძირითად მოვლენად იქცა. ორი დღის განმავლობაში მას 12 ათასი ადამიანი ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0